ხუთშაბათი
25.04.2024, 12:10
BJALONI-ვებ დიზაინი, რეკლამა
მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
საიტის განყოფილებე

ძებნა საიტზე

კალენდარი
«  ოქტომბერი 2009  »
ორშსამშოთხშხუთშპარშაბკვირ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

Bookin.com
Booking.com

მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 24 » საქართველო: უახლესი ისტორიის გაკვეთილები აზრები
11:06
საქართველო: უახლესი ისტორიის გაკვეთილები აზრები

21.10.2009  |  23:22

4336.jpegპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს დეპუტატი ჯონდი ბაღაურიას ინიციატივას საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გარემოებების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ. ბევრი თვლის, რომ მისი თვითმკვლელობის ვერსია სიმართლეს არ გავს. მაგრამ შეძლებენ კი 16 წლის შემდეგ მოფინანო სინათლე ამ ბურუსით მოცულ ამბავს? სჭირდება კი ეს ახლა საქართველოს? ამას ჩვენი კორესპონდენტი არკვევდა თბილისში.

მოვახერხეთ ჯონდი ბაღათურიასთან დაკავშირება, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სწორედ ახლა დადგა წარსულში ქექვის დრო და გამსახურდიას სიკვდილის გარკვევა. ბაღათურია კი წარმოადგენს ოპოზიციას, მაგრამ მმართველმა უმრავლესობამ მაინც დაუჭირა მხარის მის ინიციატივას.

-რა რეზულტატებს ელით თქვენ კომისიის მუშაობისგან?

-მე შევთავაზე არა მხოლოდ პირველი პრეზიდენტის სიკვდილის ვითარების გარკვევა, არამედ 1991 წლის მოვლენებისთვის სამართლებრივი შეფასების მიცემაც. მე კომისიის ობიექტური დასკვნების იმედი მაქვს, რაც საზოგადოების დამშვიდებას შეძლებს.

- გამსახურდიას სიკვდილიდან 16 წლის შემდეგ, საზოგადოება ძველებურად მწვავედ იღებს იმ წლების მოვლენებს?

-ჩვენი მომავალი ჩვენს წარსულზეა დამოკიდებულია. ეს დაუწერელი ჭეშმარიტებაა. თუკი გასული წლების შეცდომებს გამოვასწორებთ, ახლებს აღარ დავუშვებთ.

-თქვენ საუბრობთ 1991 წლის სამართლებრის შეფასებაზე.ნიშნავს თუ არა ეს, რომ კომისია შეძლებს შევარდნაძის ხელისუფლების არალეგიტიმურობის აღიარებას?

-წინასწარ არ მივცემ არავითარ შეფასებებს. იმისთვის არის შექმნილი კომისია, რომ ყველაფერი გაარკვიო. მათ შორის იმ კითხვაზეც - მოკლეს გამსახურდია, თუ მან მართლა თვითმკვლელობით დაასულა სიცოცხლე.

- ამის დადგენა ვერ მოხერხდა სიკვდილისთანავე. შესაძლებელია თუ არა ახლა ამის გარკვევა? ზვიად გამსახურდიას ოჯახმა ხომ არა ერთხელ თქვა უარი ექსპერტიზის ჩატარებაზე და განაცხადა, რომ მაინც ვერ მოხერხდება ვერაფრის ზუსტად დადგენა.

-კომისიას საშუალება აქვს გამოძიებაში ჩართოს პროფესიონალები. მე პირადად მაქვს კავშირები იმ ადამიანებთან, ვისაც ურთიერთობა ჰქონდა გამსახურდიასთან. ხომ არსებობს აზრი, რომ ის სპეციალურად შემოიტყუეს საქართველოში,- დაასკვნა ჩვენმა თანამოსაუბრემ.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის პიროვნება იდიოზური და წინააღმდეგობებით აღსავსეა. ქართველი კლასიკოსის შვილი, პოლიგლოტი, დისიდენტი. მთელი მისი ცხოვრებისეული გზა ბრძოლაა. ახალგაზრდობის წლებში - სამარცხვინო სახალხო აღიარება ძალაუფლებიანი კგბ-ს ზეწოლით. უნებისყოფობა? დღეს ადვილი განასჯელია, მაგრამ ხომ არ უღიარებია მერაბ კოსტავას, არც სხვებმა გააკეთეს ეს. შემდეგ კი კვლავ დისიდენტური და გულღია ნტირსაბჭოური მოღვაწეობა.

სწორედ ზვიად გამსახურდია ჩაუდგა სათავეში საქართველოში წარმოშობილ ანტისაბჭოურ მოძრაობას. პირველი მიტინგი. 1989 წლის ავბედითი 9 აპრილი, რომელმაც მომავალი პრეზიდენტის ახალგაზრდა მხარდამჭერების სიცოცხლე შეიწირა. ნანობდა თუ არა ის? საეჭვოა. ისტორია ხომ იშვიათად იწერება ტრაგედიების გარეშე. ანატოლი სობჩაკის ხელმძღვანელობით კომისიამაც გადაწყვეტილება საქარტველოს სასარგებლოდ გამოიტანა. ქართველებმაც იზეიმეს - ისინი ხომ პირველები იყვნენ, ვინც გაბედა სისტემისთვის გამოწვევა გაეგზავნა და მოიგეს ეს შეტაკება.

ტრიუმფალური არჩევნები. გამსახურდიას გასული წლების ტრადიციებით აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისცა ხმა. შემდეგ კვლავ მიტინგები, მიტინგები, მიტინგები... საქართველოში ხომ ტრადიციულად იციან როგორ არ უნდა, მაგრამ არავინ იცის - როგორ უნდა. არ არსებობს რეცეპტები, არსებობს მხოლოდ მიზანი - თავისუფლება და დამოუკიდებლობა. შედეგად ქვეყნს მცხოვრებლები სიღარიბის პირას აღმოჩნდნენ: ძველი მოლაპარაკებები, მათ შორის სხვა ქვეყნებთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, გაწყდა, ახლების გაფორმებას კი ვერ ახერხებდა დამოუკიდებელი საქართველოში. არც შუქი, არც გაზი, არც პური.

არჩევიდან რამოდენიმე თვეში გამსახურდიამ გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომია. იქუხა პირველმა ომმა სამხრეთ ოსეთში. საქართველოს ნაციონალიზმის ტალღამ გადაუარა. ლოზუნგი " საქართველო ქართველებისთვის" მრავალეროვან საქართველოს ბუმერანგივით დაუბრუნდა, დაარღვია მისი ერთობა და ტერიტორიული მთლიანობა.

არც თავად ზვიად გამსახურდია დაინდო ისტორიამ. მისმა ყოფილმა მომხრეებმა, ვინც ის კერპად აქცია, ის გაანადგირეს. 91 წლის ბოლოს გამართულმა სამოქალაქო ომაა 100 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გამსახურდიას გაქცევა მოუწია. 1993 წლის 31 დეკემბერს ის გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ სოფელში. ოფიციალური ვერსიით მან თავი მოიკლა, თუმცა საქართველოში დღემდე დარწმუნებულები არიან, რომ ის მოკლეს.

სულ ახლახან ერთ-ერთი ჩემი თბილისელი ნაცნობი მიყვებოდა, რომ უკვე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა გამსახურდიას სიკვდილის ამბავი, მან ის მოსკოვში ნახა. " ეს არც მირაჟი იყო და არც ფანტომი,- ამტკიცებდა ის,- უბრალოდ ჭორები მისი სიკვდილის შესახებ მაშინ გადაჭარბებული იყო". რას დავუჯეროთ და რას არა? საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცხოვრება და სიკვდილი საიდუმლოებით არის მოცული.

საქართველოში, სადაც ელოლიავებიან მრავალსაუკუნოვან კავკასიურ ტრადიციებს, დარწმუნებულები არიან, რომ არ შეიძლება ზვიად გამსახურდიას ხსოვნის მივიწყება. ის საქართველოს პირველი პრეზიდენტია. მიუხედავად დროშის ფერების, დროისა და პოლიტიკური წყობისა. მანამდე საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყოლია. ვერც ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც ქვეყანა თითქმის მეოთხედი საუკუნე მართა, და ვერც ამბიციური მიხეილ სააკაშვილი ვერ იქნებიან ამ წოდების პრეტენდენტები.

თუმცა ახლა ბევრი ფიქრობს, რომ სულაც არ არის ისტორიული წარსულის გამოძიების დრო. პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, რომ საზოგადოებას მართლაც სურს სიმართლის გაგება, თუმცა ახლა, მისი აზრით, ეს თემა იმისტვის წამოწიეს, რომ გადაიტანონ საზოგადოების ყურადღება ბევრად უფრო აქტუალური პრობლემებიდან.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესაც იგივე აზრი აქვს, როგორც მან ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში აღნიშნა, ქართველებს მართლაც აქვთ ემოციური ტრავმმა პირველი პრეზიდენტის სიკვდილთან დაკავშირებით და სწორედ ამის იმედი აქვს ხელისუფლებას. პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ ამერიკის პრეზიდენტის ჯონ კენედის მკვლელობის გამოძიებაც კი არ აკმაყოფილებს ბოლომდე საზოგადოებას, რადგანაც ოდესღაც ჩადენილზე ნათელის მოფენა შეუძლებელია. "თითქმის იგივე ბედი მოელის გამსახურდიას სიკვდილის გამოძიებასაც",- დარწმუნებულია ჩვენი თანამოსაუბრე.

მაშინ რატომ უნდა დაიხარჯოს დრო და ფული წინასწარ განწირულ გამოძიებაზე? იქმენ, უკეთესია, ძველი ქართული ტრადიციისამებრ, მივიდეთ პირველი პრეზიდენტის საფლავთან, მივაგოთ მის ხსოვნას პატივი და უფალს შევთხოვოთ იმის ძალა, რომ აღარ გავიმეოროთ გასული წლების შეცდომები.

 

ირინა პტაშკოვსკაია

კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1499 | დაამატა: shamura | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2 Puhrcayei  
0
Извините за привязчивость. встарь отыскивал вменяемое описание вкладов, их динамики. Для этих который не понимает, это не так очевидно. На горизонтах сети интернет числа чего есть. Но вменяемой доклада о вкладах не так в навал.
Ниже ссылка на статью. сможет кому-то из вас сгодится.

Если не туда водворил пост переместите пожалуйста. Благодарю.
http://rusbanksite.ru/%D0%B2%D1%8B%D0%B3%D0%BE%D0%B4%D0%BD%D1%8B%D0%B5-%D0%B2%D0%BA%D0%BB%D0%B0%D0%B4%D 1%8B/ - Только у нас вы выищете банковские вклады которые направят вам и вашим наличным средствами

1 Cujrlafel  
0
Помогите советом. Пару дней назад решился подкупать в онлайн аптеке несколько препаратов. Ради себя правда и для жены тоже.
Аптеку нашел c помощью этого сайт.
http://sdfg.freeiz.com/
Понравились цены и бонусы. Там дозволено приобретать громоздкий обьем около даром.

Оплатил без проблем. Ныне жду когда прийдет. жду и сомневаюсь. Боюсь что ошибся в чем-то.
А потому прошу совета. Кто покупал после онлайн аптеки? Я сделал всетаки правильно?

P.S. Господа модераторы. Извините если написал не туда. Перенесите тему в планомерный раздел. Спасибо.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
განყოფი კატეგორიებ
პოლიტიკა [8]
ეკონომიკა [2]
მეცნიერება [0]
რელიგია [0]
სპორტი [0]

მომხმარებლის მენიუ

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვები
შეაფასეთ საიტი
პასუხები სულ: 29

საიტის მეგობრები
  • შექმენით საიტი
  • ვებ-დიზაინერისათვის
  • პროგრამები ყველასათვის
  • გართობის სამყარო
  • რუნეტის საუკეთესო საიტები
  • კულინარული რეცეპტები

  • სტატისტიკა

    საიტზე მთლიანად: 1
    სტუმრები: 1
    მომხმარებლები: 0

    Booking.com
    Booking.com


    Copyright MyCorp © 2024
    Create a free website with uCoz