Категории раздела
ინტერნეტი [2]
ეკონომიკა [0]
პოლიტიკა [0]
ხელოვნება [0]
სპორტი [0]
რელიგია [0]
მეცნიერება [0]
განათლება [1]
მედიცინა [0]
ისტორია [1]
სხვადასხვა [0]
Мини-чат
Booking.com
Booking.com
Наш опрос
Оцените мой сайт
Всего ответов: 113
Статистика

Онлайн всего: 1
Гостей: 1
Пользователей: 0
Buking.com
Booking.com
Главная » Статьи » ქართული განყოფილება » ინტერნეტი

ინტერნეტ რეკლამა


 

დღეისათვის ინტერნეტ რეკლამა მნიშვნელოვან როლს თამაშობს პრაქტიკულად ნებისმიერ ბიზნესში. ბუნებრივია, რომ ნათლად და ლამაზად გაფორმებული ინტერნეტ რეკლამა, არა მხოლოდ ეფექტურად იზიდავს  მომხმარებლებს, არამედ ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თქვენი კომპანიის იმიჯზე.

ჩვენ ვახორციელებთ ინტერნეტ რეკლამის შექმნის სრულ ციკლს, რითაც უზრუნველვყოფთ თქვენი ბიზნესის წარმატებას ინტერნეტში.

მსოფლიოში ინტერნეტის პოპულარობის ზრდასთან ერთად, საკუთარი ინტერნეტ-რესურსებიდან მეტი მოგების მიღების მიზნით,  კომპანიების  უზარმაზარმა რაოდენობამ თავიანთი არსებობის შესახებ ინტერნეტში გააკეთა განაცხადი. ეს განაპირობა იმან, რომ თანამედროვე პერიოდში ინტერნეტის მომხმარებელთა მნიშვნელოვანი უმეტესობა მათთვის სასურველი საქონლის მოძიებასთან დაკავშირებულ მოთხოვნილებებს, სწორედ   ”მსობლიო ობობა”-ს საშუალებით იკმაყოფილებს.

 

ჩვენი კომპანია უკვე რამოდენიმე წელია ახორციელებს საძიებო სისტემებისათვის საიტების წინწაწევას და ოპტიმიზაციას.  ჩვენ ამ სფეროში მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ და ინტერნეტ პროექტებთან მუშაობის საკმაო გამოცდილება გაგვაჩნია.

თქვენს ინტერნეტ რესურსთან ჩვენი  არც თუ ხანგრძლივი  დროის განმავლობაში მუშაობის შედეგად,  იგი ღირსეულ ადგილს დაიკავებს თქვენი ბიზნესის  სეგმენტზე  და დაიწყებს თქვენი კომპანიისათვის  დამატებითი სარგებლის გენერირებას.

საიტების ოპტიმიზაციასა და საძიებო სისტემებში მათ წინწაწევასთან დაკავშირებული სამუშაოების შედეგს  წარმოადგენს  მიზნობრივი მომხმარებლების რიცხვის მუდმივი ზრდა და საქონელზე შეკვეთების რაოდენობის თანდათანობითი  მატება.

კომპანიები, რომელთა ინტერნეტ-პროექტებთანაც ჩვენ ვმუშაობთ  თავიანთი ბაზრების სეგმენტზე წამყვან პოზიციებს იკავებენ.

რას ნიშნავს საიტების ოპტიმიზაცია და  წინწაწევა საძიებო სისტემებში.

ვთქვათ თქვენი საიტის თემატიკაა-საჯფისე ავეჯი და თქვენ გსურთ თქვენი საქონლის რეალიზაცია ინტერნეტ საიტის მეშვეობით.

მაგრამ იბადება კითხვა: ”როგორ გიპოვნიან თქვენ პოტენციური მყიდველები”. პასუხი მარტივია. მომხმარებელთა დიდი უმრავლესობა ინტერნეტში საქონლის მოსაძიებლად  გამოიყენებენ საძიებო სისტემებს და  შესაბამისი მოთხოვნის აკრეფით, მაგალითად  ”კომპიუტერის მაგიდა”  საძიებო სისტემა იძლევა ამ თემატიკასთან დაკავშირებული საიტების ჩამონათვალს.  ბუნებრივია, რომ თუ თქვენი საიტი საძიებო სიის პირველ გვერდზეა, მაშინ მომხმარებელი გადავა მასზე და დაათვალიერებს მისთვის საინტერესო საქონელს.  მაგრამ ყოველთვის ასე როდია.

 მიზნობრივი მოთხოვნების მიხედვით საძიებო სიის პირველ გვერდებზე თქვენი საიტის პოზიციონირებისათვის,  საჭიროა მიანდოთ იგი  პროფესიონალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მის ოპტიმიზაციასა და საძიებო სისტემებში წინწაწევას.

 

საიტის აუდიტი-საძიებო სისტემებში ინტერნეტ-რესურსის რეიტინგის ამაღლების საწყისი ეტაპი.

საიდან იწყება საიტის რეიტინგის ამაღლება?

თქვენ შექმენით მშვენიერი ინტერნეტ-პროექტი, მაგრამ დამთვალიერებლების-პოტენციური მყიდველების  რაოდენობა თქვენთვის არ არის დამაკმაყოფილებელი. ასეთ შემთხვევაში თქვენ უნდა მიმართოთ სპეციალისტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ თქვენი საიტის რეიტინგის აწევას და საძიებო სისტემებში მათ წინწაწევას.  ვთქვათ თქვენ ასეც  მოიქეცით. გადაწყვიტეთ  მიანდოთ თქვენი პროექტი პროფესიონალებს.

საიტის რეიტინგის ამაღლება და მისი წინწაწევა იწყება ინტერნეტ-პროექტის  კვლევით, ანუ აუდიტის ჩატარებით.

საიტის აუდიტის ქვეშ იგულისხმება საიტის გვერდების იმ შიდა და გარე პარამეტრების ანალიზი, რომლებიც  ზეგავლენას ახდენენ მათ რელევანტურობაზე და  ხელს უწყობენ რესურსის რეიტინგის ეფექტურ  შემდგომ  ამაღლებას..

ჩვენ საიტების საძიებო ოპტიმიზაციისა და წინწაწევის საკმარისი გამოცდილება  გაგვაჩნია იმისათვის, რომ  მოგვანოთ  თქვენი ინტერნეტ-პროექტები. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რათა თქვენმა ბიზნესმა იწყოს ელვისებური განვითარება და   მუდმივად ზრდადი სარგებელის უზრუნველყოფა თქვენთვის.


რა არის ინტერნეტ რეკლამა

ინტერნეტ რეკლამა-ეს არის თქვენი კომპანიის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლებისათვს  ინტერნეტის საშუალებების გამოყენებით.

ინტერნეტ რეკლამის უპირატესოვბა მდგომარეობს იმაში, რომ  მისი ფასები მინიმალურია, აუდიტორია არის უზარმაზარი, ხოლო თვითღირებულება არც თუ ისე მაღალი. ინტერნეტ რეკლამის მოქმედება მაშინათვე ხდება შესამჩნევი. 

ინტერნეტ რეკლამის მიზანია-გაყიდვების მოცულობების გაზრდა, კომპანიის ინტერნეტ რესურსზე  მომხმარებლების დიდი აუდიტორიის მოზიდვის გზით.

ინტერნეტ  რეკლამის თავისებურება:

ინტერნეტ რეკლამის ეფექტურობა  ძირითადად დამოკიდებულია მის ადგილმდებარეობაზე. იდეალში ინტერნეტ-რეკლამა ისე უნდა იქნას განთავსებული, რომ იგი თან ხვდებოდეს თვალში   მომხმარებელს და  ამავე დროს  არ  უშლიდეს მას  ინფორმაციის მიღებას. 

 

ინტერნეტ-რეკლამის ნაირსახეობები
დღეისათვის თითქმის ყველა ცნობილი  საძიებო სისტემა  სთავაზობს სარეკლამო განცხადებების   ან ბანერების განთავსებას  გარკვეული მოთხოვნის შესაბამისი ძიების შედეგების  შემცველ გვერდებზე. ინტერნეტში რეკლამის ასეთ სახეობას კონტექსტური რეკლამა ეწოდება.
 

საბანერო ინტერნეტ რეკლამა-ეს არის ტექსტური განცხადების ან სურათის (ბანერის) განთავსება ისეთ რესურსებზე, რომლებსაც ბევრი დამთვალიერებლები ყავს.

სარეკლამო საფოსტო გზავნილები-სარეკლამო ინფორმაცია, რომელიც ელექტრონული ფოსტის საშუალებით ვრცელდება. რაკლამის ამ სახეობის გამოყენება  ინტერნეტში მოითხოვს დიდ სიფრთხილეს, ვინაიდან არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა სპამი. სპამი-პრინციპში იგივე ინტერნეტ-რეკლამის ნაირსახეობაა, ეს იგივე სარეკლამო გზავნილებია, მაგრამ ისინი ატარებენ თავსმოხვევის ხასიათს და მათი დაგზავნა ხდება არასანქცირებულად, ანუ როგორც წესი მათ შესახებ  ადრესატებმა წინასწარ არაფერი იციან. ამიტომაც სპამი მიეკუთვნება ინტერნეტ-რეკლამის აკრძალულ მეთოდებს. 

რატომ არის საჭირო საძიებო სისტემებში საიტების წინწაწევა?

საიტის წინწაწევა საძიებო სისტემაში საჭიროა:

1.იმისათვის, რომ დააფიქსიროთ თქვენი საიტი საძიებო სისტემებში, გახადოთ თქვენი საიტი   შესამჩნევი  აღნიშნული სისტემებისათვის, რათა იგი იყოს ცნობადი,   ურიცხვი რაოდენობის კონკურენტ საიტებს შორის:

2.იმისათვის, რომ მიაწოდოთ ინფორმაცია აუდიტორიას თქვენი კომპანიის არსებობის შესახებ, იმ  საქონლისა (მომსახურების) ჩამონათვალის  შესახებ, რომელსაც თქვენი კომპანია აწარმოებს.

3.იმისათვის, რომ პოტენციურ კლიენტებს გაუადვილოთ თქვენი საიტის მოძებნა ინტერნეტში.

4. იმისათვის, რომ თქვენმა საიტმა აანაზღაუროს მის შექნაზე გაწეული დანახარჯები და ხელი შეუწყოს თქვენი ბიზნესის განვითარების ყველაზე ამბიციური მიზნების რეალიზაციას.

დღეს ვერავინ ვერ იტყვის თუ რამდენი საიტია ინტერნეტში. ინტერნეტში საჭირო ინფორმაციის მოძიება ზალზე გართულებული იქნებოდა, რომ არ არსებობდნენ საძიებო სისტემები, რომლებიც ახორციელებენ ვებ გვერდების რანჟირებას მომხმარებლების მოთხოვნებთან შესაბამისობის მიხედვით. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ  მომხმარებლების (30-80)% საიტზე შემოდიან საძიებო სისტემებიდან.

 

ვინ ეძებს ინფორმაციას ინტერნეტში?

 

ყველაზე ხშირად ეს ის ხალხია, რომლებმაც ვერ იპოვეს ის რაც სურდათ  ინტერნეტს გარეთ. ინტერნეტის აუდიტორიის კვლევები უჩვენებენ, რომ იგი რეკლამების დამკვეთებისათვის  საკმაოდ საინტერესო გარემოს წარმოადგენს: ეს არის  საზოგადოების  ყველაზე ახალგაზრდა, განათლებული და უზრუნველყოფილი  ნაწილი, ანუ- პოტენციალური კლიენტები.

გარდა ამისა, იგივე გამოკვლევები  მიუთითებენ ინტერნეტში სამომხმარებლო აქტიურობის განუხრელ ზრდაზეც. უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად იმატა იმ ონლაინ გაყიდვების   მოცულობებმა, რომლებსაც ახორციელებენ ინტერნეტის მომხმარებლები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია გაკეთდეს ცალსახა დასკვნა-თუ თქვენი საიტის დანიშნულება  არა მხოლოდ  თქვენი კომპანიის სავიზიტო ბარათად გამოყენებაშია, არამედ თქვენს მიერ წარმოებული საქონლისა და მომსახურებების რეალიზაციის ინსტრუმენტად გამოყენებაშიც, თუ თქვენ გსურთ მისი საშუალებით ფულის კეთება-თქვენ აუცილებლად უნდა იფიქროთ საიტის რეიტინგის ამაღლებაზე (წინწაწევაზე).

ხომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა , რომელსაც რაიმე საქონლის ან მომსახურების დაკვეთა სურს, ამის  განხორციელება შესძლოს სწორედ თქვენს საიტზე.

როგორ ვმუშაობთ ჩვენ?

ჩვენი წარმატების საფუძველი-ეს ჩვენი მაღალპროფესიული, ამბიციური და თავის თავში დარწმუნებული  სპეციალისტების კოლექტივია, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ ურთიერთგაგების ატმოსფეროში.

წარმატება მიიღწევა  მხოლოდ იქ, სადაც ყველაფერი კეთდება შეთანხმებულად, სადაც ყველამ იცის,  თუ რა, როდის და როგორ უნდა გაკეთდეს საერთო მიზნების მისაღწევად.

ჩვენი მუშაობა - ეს არის:

 

1.      არა მარტო კლიენტის სურვილების შესრულება, არამედ პრობლემის სიღრმისეული აღქმა და კლიენტისათვის მაქსიმალურად სასარგებლო სტრატეგიის შემუშავება.

2.       არა მუშაობა რაიმე წინასწარ განსაზღვრული შაბლონის მიხედვით, არამედ ბაზრის უმნიშვნელო ცვლილებებზეც კი მყისიერი რეაქცია.

3.       არა ყოველდღიური რუტინა, არამედყოველწუთიერი შემოქმედება.

 

ჩვენ არა მხოლოდ ვმუშაობთ, არამედ ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამუშაო.

 

საიტთან ჩვენი მუშაობის სქემა მარტივია, როგორც ყველაფერი გენიალური (ჩვენ არ ვიგონებთ ბორბალს, არამედ სრულვყოფთ მას).

უწინარეს ყოვლისა, ჩვენ ვახორციელებთ საიტისა და მისი გარემოს  აუდიტს, ვაანალიზებთ თვით საიტს, იმ ინტერნეტ-ბაზრის სეგმენტს, რომელსაც იგი მიეკუთვნება, ასევე ამ ბაზრის ძირითად მოთამაშეებს. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ ვიძლევით საიტის სტრუქტურისა და მისი შინაარსობრივი შემცველობის სრულყოფასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, ვადგენთ მოთხოვნების სემანტიკურ ბირთვს,  რომლებიც თვალსაჩინოს ხდიან  საიტის საინფორმაციო შემცველობის არსს  და რომლებიც კლიენტის კომერციულ ინტერესს წარმოადგენენ.

 


მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ, გადავდივართ საიტზე გამოყენებული ჰიპერლინკური კავშირების სტრუქტურის, HTML-კოდის და ტექსტური შემცველობის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებულ მოქმედებებზე.

 

აღნიშნულის შემდეგ საიტი მზად არის მისი წინწაწევისათვის. იწყება მუშაობა, რომელიც მოითხოვს დიდ ძალისხმევას და  ნებისყოფას,  მონაცემების მუდმივი ანალიზისა და განზოგადოების უნარს, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია შემოქმედებით მიდგომას და შთაგონებას.

პრაქტიკა უჩვენებს, რომ მუშაობის ასეთი სქემა მაქსიმალურ ეფექტს იძლევა იმ პირობებში, თუ ყველა სტადია მკაცრად ენაცვლება ერთი მეორეს და დასრულდებიან  მხოლოდ მაშინ, როდესაც მიღწეული იქნება კონკრეტული ეტაპებისათვის განსაზღვრული  მიზნები. ჩვენი მუშაობის მუდმივი დიაგნოსტიკა შესაძლებელს ხდის  საიტის წინწაწევის სტრატეგიის დროულ კორექტირებას და შესაძლო შეცდომების თავიდან აცილებას.

ვიღაცას უთქვამს: ”აკეთეთ ის რაც მოგწონთ და თქვენ არასოდეს მოგიწევთ მუშაობაო ”. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენ მოგვწონს და ვაკეთებთ ამას ისე, რომ შედეგი მოსწონს ყველას-როგორც კლიენტებს, ასევე საძიებო მანქანებს.






Категория: ინტერნეტი | Добавил: bjalony (19.02.2009)
Просмотров: 1925 | Комментарии: 5 | Теги: грузинские статьи | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
Имя *:
Email *:
Код *:
Воскресенье, 05.05.2024, 07:37
Приветствую Вас Гость
Вход на сайт
Поиск
Партнерка
Block conten t
Друзья сайта
  • Официальный блог
  • Сообщество uCoz
  • FAQ по системе
  • Инструкции для uCoz
  • Booking.com
    Booking.com
    Bookin.com
    Booking.com