Категории раздела
ინტერნეტი [2]
ეკონომიკა [0]
პოლიტიკა [0]
ხელოვნება [0]
სპორტი [0]
რელიგია [0]
მეცნიერება [0]
განათლება [1]
მედიცინა [0]
ისტორია [1]
სხვადასხვა [0]
Мини-чат
Booking.com
Booking.com
Наш опрос
Оцените мой сайт
Всего ответов: 113
Статистика

Онлайн всего: 1
Гостей: 1
Пользователей: 0
Buking.com
Booking.com
Главная » Статьи » ქართული განყოფილება » ისტორია

დამოუკიდებელი საქართველოსა და ეროვნული ხელისუფლების ქრონოლოგია

ავტ.: შავლეგო : 4/20/2006
  • 1990 წლის 20 ივნისს საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს დადგენილებით დაიგმო საქართველოს ოკუპაცია და სსრ კავშირში ანექსია და იგი გახდა სამართლებრივი და იურიდიული საფუძველი ახალი, კანონიერი მრავალპარტიული არჩევნების ჩასატარებლად.
     
  • 1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საბჭომ მიიღო დეკლარაცია "სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შესახებ". რითაც იგი ცხადდებოდა "საკავშირო ხელშეკრულებისა და საერთაშორისო სამართლის სუბიექტად", რომელიც "... დამოუკიდებელ კურსს განახორციელებდა ფედერაციასა და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში"...
     
  • 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებით საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა ოსეთის სახალხო დეპუტატთა საბჭო"სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შესახებ" დეკლარაცია, როგორც ანტიკონსტიტუციური, ცნო ბათილად. შემდგომში ასევე გაუქმებული იქნა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული არაერთი ანტიკონსტიტიციური აქტი, რითაც ოლქი თავს საქართველოს იურიდისქციიდან გასულად აცხადებდა.
     
  • 1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიულ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ზ.გამსახურდიას მიერ შექმნილმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა პოლიტიკურმა ბლოკმა "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო".
     
  • 1990 წლის 14 ნოემბერს მუშაობას შეუდგა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის პირველი სესია
    • სესია ფარული კენჭისყრით  აირჩია ზვიად გამსახურდია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ.
    • საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეალური საფუძვლების მომზადებისათვის, ახალი კონსტიტუციის შემუშავებამდე ამავე სესიაზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი "საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ".
    • სესიამ ასევე მიიღო კანონები "საქართველოს რესპუბლიკის სახელწოდების შეცვლის შესახებ", "საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ", "საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ", "საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნის შესახებ".
    • საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია გარდამავალ პერიოდში სათანადო ცვლილებებითა და დამატებებით იმოქმედებდა ახალი კონსტიტუციის შემუშავებამდე, მოქმედ კონსტიტუციაში კი შეტანილი იქნა არაერთი ცვლილება და დამატება, რომლითაც საქართველოს რესპუბლიკა არის სუვერენული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მემკვიდრე სახელმწიფო, რომელიც ძალადობით იყო შეყვანილი სსრ კავშირის შემადგენლობაში. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის და სსრ კავშირის კანონები და კანონქვემდებარე აქტები. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აჩერებს სსრ კავშირის კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების მოქმედებას საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, თუ ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კანონებსა და ინტერესებს.
       
  • 1990 წლის 15 ნოემბერს შეიქმნა ახალი კონსტიტუციის პროექტის მოსამზადებელი კომისია. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეჩერებულ იქნა სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ სსრ კავშირის კანონის მოქმედება, მიღებული იქნა დადგენილება "შინაგან ჯარებში - ეროვნულ გვარდიაში გაწვევის დროებითი დებულების შესახებ", ასევე კანონები "გარდამავალ პერიოდში ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების, საკრებულოს არჩევნების შესახებ", "რეფერენდუმის შესახებ" და სხვა.
     
  • 1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების - ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ. კანონის თანახმად, შინაგანი ჯარი - ეროვნული გვარდია ერთიანდებოდა მთავარ სამმართველოში, რომელიც იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და მას ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე. ამ კანონის მიხედვით, შინაგანი ჯარის - ეროვნული გვარდიის სარდალს ნიშნავდა უზენაესი საბჭო.
     
  • 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ.
    • რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3.302.572 კაცს (90,3 პროცენტი). რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. რეფერენდუმში მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.
       
  • 1991 წლის 9 აპრილს რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, მიღებული იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
    • საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიმართა მსოფლიოს ხალხებს მხარი დაეჭირათ თავისუფლების, დემოკრატიისა და სამართლიანობის იდეისათვის მებრძოლი ქართველი ხალხის ნებისათვის, არ დაეშვათ მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება და ხელი შეეწყოთ საქართველოს რესპუბლიკის ცნობისა და მსოფლიოს დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში მისი დამკვიდრებისათვის.
       
  • 1991 წლის თებერვალში მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის განახლებული ვარიანტი, სადაც უმაღლეს საბჭოს განესაზღვრა თავისი უფლებამოსილებები და შემოღებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი.
     
  • 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული იქნა დადგენილება "საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის შემოღების შესახებ".
     
  • 1991 წლის აპრილში პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები, რომლითაც იქმნებოდა ეროვნული გვარდიის, საჯარისო ფორმირებების, უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობა, რომელიც ყველა ფორმირებებს და მათ შორის გვარდიასაც გულისხმობდა. საჭირო ფორმირებების შექმნის, ცვლილებების შეტანის პრეროგატივა კონსტიტუციით მხოლოდ უზენაეს საბჭოს გააჩნდა.
     
  • 1991 წლის 14 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, ზვიად გამსახურდია არჩეული იქნა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად.
     
  • 1991 წლის 15 აპრილის საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის #275 ბრძანებულების თანახმად: უკანასკნელ ხანებში იმპერიის შემადგენლობაში მყოფმა ხალხებმა გააძლიერეს საპროტესტო პოლიტიკური საგაფიცვო მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავს იმპერიული ცენტრალური ხელისუფლების გაუქმებას და სუვერენული დემოკრატიული სახელმწიფოების ჩამოყალიბების პროცესისთვის ხელშეწყობას. ამასთან დაკავშირებით, აგრეთვე სამაჩაბლოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ე. წ. ცენტრის იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ მრგვალი მაგიდის პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა სატრანსპორტო საშუალებებისა და საკავშირო დაქვემდებარების საწარმოების გაფიცვები გამოაცხადეს.
    • გამომდინარე იმ მოსაზრებიდან, რომ აღნიშნულ საპროტესტო აქციებს აქვს ერთი მიზანი: საქართველოს სრული, ფაქტობრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, იმპერიული სტრუქტურებისადმი დაქვემდებარებისა და დიქტატისაგან მისი განთავისუფლება, რაც წარმოადგენს უკანასკნელ წლებში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის პროცესის უშუალო გაგრძელებას".
       
  • 1991 წლის 26 მაისს ჩატარდა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის საერთო-სახალხო არჩევნები. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 89,59 პროცენტმა ხმა მისცა ზვიად გამსახურდიას და იგი გახდა ხალხის მიერ არჩეული საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი.
    • ამავე პერიოდში დემოკრატიული გარდაქმნების მიზნით მიღებულ იქნა არაერთი კანონი, მათ შორის "საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ", "საქართველოს რესპუბლიკაში ეროვნული ბანკის შესახებ", "საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის შესახებ", "საინვესტიციო
      საქმიანობის შესახებ
      ", "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ", "პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ" და სხვა.
       
  • 1991 წლის 19 აგვისტოს მოსკოვის პუტჩთან („გკჩპ“) დაკავშირებით მოსკოვიდან ცენტრის მუქარის განსახორციელებლად ჩამოსული იყვნენ არმიის გენერალი ჟურავლოვი და სხვა სამხედრო პირები. იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც ეროვნული გვარდიის სტრუქტურებში შეტანილ იქნა ცვლილებები.
    • 1991 წლის 19 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გამოსცა ბრძანებულება შინაგანი ჯარების - ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ. კერძოდ, ეროვნულ გვარდიას მიენიჭა განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის ქვედანაყოფის სტატუსი, გაუქმდა სარდლის თანამდებობა, ხოლო მისი ხელმძღვანელობა დაეკისრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს.
    • 1991 წლის 23 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება თ. კიტოვანის ეროვნული გვარდიის - შინაგანი ჯარების სარდლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ, რის შემდეგ ეს უკანასკნელი საბოლოოდ შეუერთდა ოპოზიციურ ძალებს. 
       
  • 1991 წლის 23 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის # 535 ბრძანებულებით თენგიზ კიტოვანი განთავისუფლებულ იქნა ეროვნული გვარდიის - შინაგანი ჯარების სარდლის თანამდებობიდან, თვით თანამდებობა კი გაუქმდა. გვარდიის ხელმძღვანელობა კანონის შესაბამისად დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს.
     
  • 1991 წლის 26 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი. ეროვნულ გვარდიას მოეხსნა შინაგანი ჯარის სტატუსი და დაექვემდებარა რესპუბლიკის თავდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს.
  • 1991 წლის 26 აგვისტოს შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრა კაბინეტი და დაარსდა საქართველს პრემიერ-მინისტრის პოსტი (დაინიშნა ბესარიონ გუგუშვილი) -- რითაც არსებითად გარდაიქმნა აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემა, რომლის შედეგადაც მთავრობის მეთარგახდა საქართველოს პრეზიდენტი.
  • 1991 წლის 26 აგვისტოს როგორც კი მოსკოვის პუტჩის ხელმძღვანელები დამარცხდნენ და დაპატიმრებულ იქნენ და საშიშროებამ განვლო - საქართველოს პრეზიდენტის ზ. გამსახურდიას ბრძანებულებით, შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც დაექვემდებარა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, ეროვნულ გვარდიას მოეხსნა შინაგანი ჯარის სტატუსი და დაექვემდებარა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს.
     
  • 1991 წლის 15 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება სსრ კავშირის სახელმწიფო საკუთრებაში საქართველოს რესპუბლიკის წილის შესახებ, რომლის თანახმადაც, საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაავალა მინისტრთა კაბინეტს დაეწყო მოლაპარაკება სსრ კავშირის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებთან, სსრ კავშირის სახელმწიფო საკუთრების არსებულ ქონებაში (ოქროსა და ალმასის ფონდები, სავალუტო რეზერვები, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, თავდაცვის ობიექტები და სხვ.) საქართველოს წილის განსაზღვრისა და მისი მიღების პირობების შესახებ, ასევე, სსრ კავშირის საშინაო და საგარეო ვალებში საქართველოს რესპუბლიკის წილის განსაზღვრისა და აღებული ვალდებულებების შესრულების წესებისა და პირობების შესახებ.
     
  • 1991 წლის 15 სექტემბრის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს  დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული სსრ კავშირის შეიარაღებული ძალები გამოცხადდა საოკუპაციო სამხედრო ძალად და დაისვა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან მისი გაყვანის საკითხი.
     
  • 1991 წლის სექტემბერში შეიქმნა ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველო, რომლის უფროსად დაინიშნა ვახტანგ ქობალია, ხოლო მის პირველ მოადგილედ და ამავე დროს ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსად - როზლანდ ლაკია.
     
  • 1991 წლის 15 სექტემბრის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, დაგმობილი იქნა 1991 წლის 2 სექტემბერს ქ. თბილისში რუსთაველის მოედანზე მიტინგის დროს ძალის გამოყენების ფაქტი, აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გარემოებებთა ყოველმხრივი შესწავლისათვის შეიქმნა უზენაესი საბჭოს კომისია, ყველა რეგისტრირებული პარტიის, აგრეთვე საზოგადოებრიობის წარმომადგენლობათა მონაწილეობით. ამასთან, ცნობად იქნა მიღებული, რომ ამ ფაქტის გამო ქ. თბილისის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობდა გამოძიება.
     
  • 1991 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა მიიღო დადგენილება რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.
     
  • 1992 წლის 2 იანვრის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით, რომელსაც ასევე ხელს აწერს ნ. ბურჭულაძე, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, აკაკი ასათიანს მიეცა უზენაესი საბჭოს შენობაში 1992 წლის 4 იანვრამდე გამოცხადებისა და თავისი უფლებამოსილების განხორციელების წინადადება, წინააღმდეგ შემთხვევში პრეზიდიუმი მის მიმართ იტოვებდა სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების უფლებას. საქართველოს უზენაესი საბჭო მოკლებული იყო ა. ასათიანის მხრიდან ხელმძღვანელობას და უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი კანონიერად მოითხოვდა მისგან პარლამენტის შენობაში გამოცხადებასა და კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებას.
    • უზენაესი საბჭოს 38 წევრზე სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების დადგენილება მიღებული იქნა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ. აღნიშნულ დადგენილებას ხელს აწერს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნ. ბურჭულაძე. უფლებამოსილების შეჩერების საფუძველი გახდა დეპუტატთა ნაწილის მიერ უზენაესი საბჭოსა და მისი ორგანოების მუშაობაში თავის არიდება.
    • კანონიერი ხელისუფლება და საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნულ პერიოდში იმყოფებოდა შეიარაღებული ოპოზიციური ძალების მხრიდან გარშემორტყმულ მდგომარეობაში და თავდასხმებისაგან იცავდა თავს. 
Категория: ისტორია | Добавил: bjalony (02.05.2009)
Просмотров: 1525 | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
Имя *:
Email *:
Код *:
Воскресенье, 05.05.2024, 01:03
Приветствую Вас Гость
Вход на сайт
Поиск
Партнерка
Block conten t
Друзья сайта
  • Официальный блог
  • Сообщество uCoz
  • FAQ по системе
  • Инструкции для uCoz
  • Booking.com
    Booking.com
    Bookin.com
    Booking.com